Download Print deze pagina

Philips AMF220 Handleiding pagina 137

Advertenties

პრობლემა
ჰაერის ხარისხი
არ უმჯობესდება
მაშინაც კი, როცა
მოწყობილობა
დიდხანს მუშაობს.
მოწყობილობა უცნაურ
სუნს გამოსცემს.
მოწყობილობა
ზედმეტად
ხმაურიანია.
მოწყობილობა
მაინც აჩვენებს,
რომ ფილტრია
შესაცვლელი, მაგრამ
უკვე შევცვალე.
გათბობის ფუნქცია არ
მუშაობს.
შესაძლო გადაწყვეტა
• შეამოწმეთ, მოშორებულია თუ არა ფილტრიდან შესაფუთი მასალა.
• შეამოწმეთ, ჩასმულია თუ არა ფილტრი მოწყობილობაში.
• გაწმინდეთ სენსორის ხუფის ზედაპირი ჩვრით ან მტვერსასრუტით;
არ გახსნათ სენსორის ხუფი და არ შეეხოთ მას შიგნით.
• ოთახის ზომა ზედმეტად დიდია ან ღია სივრცეში ჰაერის
ხარისხი ცუდია. გაწმენდის ოპტიმალური შედეგების მისაღებად
მოწყობილობის მუშაობისას დახურეთ კარები და ფანჯრები.
• დაბინძურების წყაროები შეიძლება იყოს დახურულ სივრცეშიც.
მაგალითის სახით, შეგვიძლია მოვიყვანოთ სიგარეტის კვამლი,
სამზარეულოს ბუღი, საკმეველი, სუნამო და ალკოჰოლი.
• ფილტრის ექსპლუატაციის ციკლი დასრულდა. ახლით ჩაანაცვლეთ
ფილტრი.
• თავიდან მოწყობილობამ შეიძლება გამოსცეს პლასტმასის სუნი. ეს
ნორმალურია.
• თუ მოწყობილობას აქვს დამწვრის სუნი, დაუყოვნებლივ გამორთეთ
იგი და თავდაყირა დააყენეთ, რათა შეამოწმოთ, მოხვდა
თუ არა მოწყობილობაში უცხო საგანი. თუ არაფერი იპოვეთ,
გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს Philips-ის დილერს ან Philips-ის
უფლებამოსილ სერვისცენტრს.
• გარკვეული პერიოდით გამოყენების შემდეგ ფილტრმა შეიძლება
გამოსცეს სუნი შიდა აირების შეწოვის გამო. ფილტრის გამოყენების
გასაგრძელებლად რეკომენდებულია მისი ხელახალი გააქტიურება
მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მოთავსებით. თუ ცუდი სუნი დარჩა,
შეცვალეთ ფილტრი.
• მაღალ სიჩქარის არჩევისას ხმაურის დონე უფრო მაღალია.
• უცნაური და მაღალი ხმის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ჰაერის
გამომშვებში რამე საგნის მოხვედრა. დაუყოვნებლივ გამორთეთ
მოწყობილობა და თავდაყირა დააყენეთ უცხო საგნების
მოსაშორებლად.
• თუ მოწყობილობა მუშაობისას უცნაურ ხმებს გამოსცემს,
დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს თქვენს
ქვეყანაში.
• შესაძლოა, არ გადაგიტვირთავთ ფილტრის ვარგისიანობის
მრიცხველი. ჩართეთ მოწყობილობა. ამის შემდეგ დააჭირეთ და 3
წამის განმავლობაში არ გაუშვათ ხელი ღილაკს
• შეამოწმეთ, ხომ არ არის დაბლოკილი ჰაერის შემშვები და
გამომშვები.
• შეამოწმეთ, ხომ არ არის ფილტრის ზედაპირი ზედმეტად ბინძური
და ხომ არ ბლოკავს ჰაერის ნაკადს. თუ ასეა, გათბობის ფუნქციამ
დაცვის მიზნით შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა.
KA
133

Advertenties

loading