Download Inhoudsopgave Inhoud Print deze pagina

AENO BS2S Snelstartgids pagina 17

Slimme weegschaal
Inhoudsopgave

Advertenties

KAT
იატაკის ჭკვიანი სასწორი AENO™ ABS0002S განკუთვნილია წონის, აგრეთვე მომხმარებლის სხეულის დამატებითი პარამეტრების
განსაზღვრისთვის.
ტექნიკური მახასიათებლები
ელექტროკვება: ელემენტები AAA ( 4 ცალი), 6,0 ვ, 0,4 ვტ (მაქს.). BT 5.0 . სამუშაო სიხშირე: 2400–2483 მჰც. გამოსხივების სიმძლავრე: +5 დბმ /
3,16 მვტ. გაზომვების დიაპაზონი: 5–180 კგ. აწონვის ბიჯი: 0,1 კგ. გაზომვის ცდომილება: ±0,3 კგ ( 0–50 კგ-სთვის); ±0,43 კგ ( 50–100 კგ); ±0,5 კგ
( 100 -ზე მეტი კგ-სთვის). გაზომვის ერთეულები: კგ, lb , st:lb . დისპლეი: VA ; 107×62 მმ. ავტომატური ჩართვა/გამორთვა. დანართთან BT -ჩართვის
ინდიკაცია. ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის წილის, ორგანიზმში წყლის დონის, გულის რითმის სიხშირის, სხეულის მასის
ინდექსის, სხეულის აგებულების ტიპის განსაზღვრა. მართვა: ხელით, დისტანციური (დანართი AENO ). ფერი: შავი. კორპუსის მასალა: პლასტიკი
HIPS , ნაწრთობი შუშა ITO საფარით. ზომა (სიგრძე×სიგანე×სიმაღლე): 278×278×25,5 მმ. წონა: 1,4 კგ. ექსპლუატაციის პირობები: ტემპერატურა
+5...+40 °C , ფარდობითი ტენიანობა 40–85 % (კონდენსაციის გარეშე). შენახვის პირობები: ტემპერატურა −20...+60 °C , ფარდობითი ტენიანობა
90 % -მდე (კონდენსაციის გარეშე).
მიწოდების კომპლექტი
იატაკის სასწორი ABS0002S , ელემენტები AAA ( 4 ცალი.), მომხმარებლის მოკლე სახელმძღვანელო.
შეზღუდვები და გაფრთხილებები
ფრთხილად მოეპყარით სასწორის შუშის ზედაპირს: არ დაუშვათ დაზიანება, ბზარები და ჩამოტეხვები, რადგან გატეხილი მინა შეიძლება ტრავმის
მიზეზი გახდეს. გააკონტროლეთ მოწყობილობის გამოყენება როგორც ბავშვების, ასევე ფიზიკური და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების მიერ. არ მისცეთ ბავშვებს მოწყობილობით თამაშის უფლება. სასწორი განათავსეთ მყარ სწორ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, რათა
თავიდან აირიდოთ გაზომვის უზუსტობა. არ მოათავსოთ სასწორი ხალიჩაზე ან ნებისმიერ სხვა რბილ საფარზე. არ დატვირთოთ მოწყობილობა
გაზომვის დიაპაზონის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე მეტად. თუ მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენება, ამოიღეთ ელემენტები და
შეინახეთ ისინი ბავშვებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოწყობილობის გასაწმენდად არ გამოიყენოთ ქიმიური და აგრესიული
სარეცხი საშუალებები, აბრაზიული პასტები, მჟავების და გამხსნელების შემცველი საშუალებები, აგრეთვე მეტალის ღრუბლები.
ყურადღება! ერიდეთ მოწყობილობაზე წყლის ან სხვა სითხეების მოხვედრას. აკრძალულია მოწყობილობის წყალში ჩადება. აკრძალულია
მოწყობილობის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გარეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
მოწყობილობის ნაწილები (იხ. ნახ. A , B )
1 – დისპლეი; 2 – ელემენტების განყოფილება; 3 – ღილაკი " UNIT " ("საზომი ერთეული").
მოწყობილობის ინდიკაცია
AENO დანართთან აქტიური დაწყვილება
წონის არჩეული საზომი ერთეული
წონის ასახვის სკალა
ცხიმოვანი ქსოვილის დონე
წყლის დონე ორგანიზმში
მოწყობილობის მომზადება მუშაობისთვის
ამოიღეთ მოწყობილობა შეფუთვიდან და გაწმინდეთ (იხ. "გაწმენდა და მოვლა"). გახსენით ელემენტების განყოფილების თავსახური ( 2 ) და ჩასვით
ელემენტები სწორი პოლარობის დაცვით. დააჭირეთ ღილაკს " UNIT " ("საზომი ერთეული") ( 3 ), წონის საზომი ერთეულის შესარჩევად. ყოველი
დაჭერის შემდეგ დისპლეიზე ( 1 ) აისახება აქტუალური საზომი ერთეული: " kg " – კილოგრამი, " lb " – ფუნტი, " st:lb " – სტოუნი. დახურეთ
განყოფილება. განათავსეთ მოწყობილობა მყარ ჰორიზონტალურ ზედაპირზე.
შენიშვნა. არჩეული პარამეტრები ინახება მიმდინარე აწონვისთვის და მოწყობილობის შემდგომი ჩართვებისას. პარამეტრების ჩამოსაყრელად
დააჭირეთ ღილაკს " UNIT " ("საზომი ერთეული") და გეჭიროთ 5 წამის განმავლობაში. დისპლეიზე აისახება კოდი " CLr ". პარამეტრები ჩამოყრა
აგრეთვე ხდება ავტომატურად ელემენტების ამოღებისას.
მოწყობილობის ექსპლუატაცია
დადექით მოწყობილობის ზედაპირზე. სასწორი ავტომატურად ჩაირთვება, დისპლეიზე აისახება თქვენი წონა არჩეულ საზომ ერთეულში. წონის
გაზომვის დასრულებიდან 5–10 წამის განმავლობაში დიეპლეიზე აისახება გაზომვის დანარჩენი შედეგები. ამასთან მომხმარებელი უნდა
იმყოფებოდეს სასწორის ზედაპირზე. სასწორი ავტომატურად გაითიშება ყველა გაზომვის დასრულებიდან 15 წამის განმავლობაში.
ყურადღება! სასწორის მეშვეობით მიღებული მონაცემები არ წარმოადგენენ სამედიცინო მაჩვენებელს.
გაწმენდა და მოვლა
შენიშვნა. მოწყობილობის გაწმენდამდე ამოიღეთ ელემენტები.
გაწმინდეთ მოწყობილობა სუფთა წყალში დასველებული რბილი ქსოვილით და შემდეგ კარგად გაამშრალეთ. ძლიერი დაბინძურებისას გაწმინდეთ
სასწორი სუსტ საპნიან წყალში დასველებული რბილი ქსოვილით. შემდეგ გაწმინდეთ სუფთა წყლით დასველებული რბილი ქსოვილით და კარგად
გაამშრალეთ.
AENO მობილურ დანართთან დაკავშირება
ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია AENO Google Play -დან ან App Store -დან და დაარეგისტრირეთ ახალი ანგარიში (ან შედით არსებულში).
 დადექით სასწორზე მის ჩასართავად. სმარტფონი განათავსეთ რაც შეიძლება ახლოს მოწყობილობასთან.
 დანართის მთავარ ეკრანზე დააჭირეთ " + "-ს, და შემდეგ "მოწყობილობის დამატება"-ს.
შენიშვნა. სმარტფონზე რაიმე ფუნქციების ჩართვის შესახებ სისტემური მოთხოვნების გამოჩენისას, შეასრულეთ ისინი.
 მოწყობილობა ავტომატურად მოიძებნება და მისი გამოსახულება გამოჩნდება "ავტომატური ძებნა" განყოფილებაში. დააჭირეთ ღილაკს
"დამატება".
 დაელოდეთ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მოწყობილობა წარმატებით დაემატა. დააჭირეთ ღილაკს "მზად არის".
დანართში ხელმისაწვდომია ყველა პარამეტრი, რომელიც აისახება სასწორის დისპლეიზე, აგრეთვე ინფორმაცია ნივთიერებათა ცვლის და
მომხმარებლის ბიოლოგიური ასაკის შესახებ, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და ა.შ. დაწვრილებითი ინფორმაცია დანართში ხელმისაწვდომი
ფუნქციების შესახებ მოყვანილია სახელმძღვანელოს სრულ ვერსიაში ვებ-გვერდზე aeno.com/documents .
შესაძლო გაუმართაობების აღმოფხვრა
 მოწყობილობა არ ირთვება. შესაძლო მიზეზი: ელემენტები ან არ არის, ან დამჯდარია; ელემენტების ჩაყენებისას არ არის დაცული პოლარობა.
პრობლემის გადაჭრა: ჩასვით დამუხტული ელემენტები, პოლარობის დაცვით.
 მოწყობილობა არ უკავშირდება დანართს. შესაძლო მიზეზი: სმარტფონზე არ არის ჩართული BT ; ჩასართავი მოწყობილობა საკმაოდ შორს არის
სასწორისგან; სასწორის პარამეტრები არეულია. პრობლემის გადაჭრა: ჩართეთ BT სმარტფონზე; განათავსეთ მოწყობილობა სასწორიდან არა
უმეტეს 5 მ-ის მანძილზე; ჩამოყარეთ სასწორის პარამეტრები ქარხნულ მაჩვენებლებამდე.
დისპლეიზე ასახული შეცდომების კოდები
" Lo " – კვების წყაროს მუხტის დაბალი დონე; " Err " – მაქსიმალურად დასაშვები წონა გადაჭარბებულია; " C " – შეცდომა აწონვისას.
ყურადღება! თუ გაუმართაობების აღმოფხვრის ვერც ერთმა შესაძლო ხერხმა ვერ გადაჭრა პრობლემა, მიმართეთ მომწოდებელს ან ავტორიზებულ
სერვის ცენტრს. თვითნებურად არ დაშალოთ მოწყობილობა და არ ეცადოთ მისი გარემონტება.
თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები ან სირთულეები AENO™ მოწყობილობის გამოყენებისას, დაუკავშირდით მხარდაჭერის სამსახურს
ელექტრონული
ფოსტით
დაგეხმარებიან საქმის ვითარების გარკვევაში და არ დაგჭირდებათ დროის და ძალისხმევის დახარჯვა მაღაზიაში მოსასვლელად.
aeno.com/documents
support@aeno.com
ან
ონლაინ-ჩატით
გულის რითმის სიხშირე
სხეულის მასის ინდექსის მნიშვნელობა
კუნთოვანი მასის დონე
ძვლოვანი მასის დონე
მომხმარებლის სხეულის აგებულების ტიპი
ვებ-გვერდზე
aeno.com/service-and-warranty
.
სპეციალისტები
17

Advertenties

Inhoudsopgave
loading

Gerelateerde Producten voor AENO BS2S

Deze handleiding is ook geschikt voor:

Abs0002s

Inhoudsopgave