Download Inhoudsopgave Inhoud Print deze pagina

უსაფრთხოების ინსტრუქციები - Electrolux LHR3233CK Gebruiksaanwijzing

Inhoudsopgave

Advertenties

ღუმლის მცველები. არასათანადო მცველების
გამოყენებამ შეიძლება უბედური შემთხვევები
გამოიწვიოს.
2. უსაფრთხოების ინსტრუქციები
2.1 მონტაჟი
გარფთხილება!
ეს მოწყობილობა მხოლოდ
კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა
უნდა დააყენოს.
გარფთხილება!
დაზიანებისა ან მოწყობილობის
გაფუჭების რისკი.
• მოხსენით ყველა შეფუთვა.
• არ დაამონტაჟოთ და არ გამოიყენოთ
დაზიანებული მოწყობილობა.
• მიჰყევით დამონტაჟების
ინსტრუქციებს, რომელიც
მოწყობილობას მოჰყვა.
• შეინარჩუნეთ მინიმალური დისტანცია
სხვა მოწყობილობებთან და
ხელსაწყოებთან.
• ყოველთვის იყავით ფრთხილად
მოწყობილობის გადატანისას, რადგან
მძიმეა. ყოველთვის გამოიყენეთ
დამცავი ხელთათმანები და
თანდართული ფეხსაცმელი.
• ტენის შეღწევის თავიდან
ასაცილებლად, კარადის გახსნილი
ზედაპირები დალუქეთ ჰერმეტიკით,
რათა არ გამოიწვიოს დაბერვა.
• დაიცავით მოწყობილობის ქვედა
ნაწილი ორთქლისა და ტენისგან.
• არ დაამონტაჟოთ მოწყობილობა
კართან ან ფანჯრის ქვეშ. ეს თავიდან
აგაცილებთ ცხელი ქვაბის
გადმოვარდნას მოწყობილობიდან
კარის ან ფანჯრის გაღებისას.
• თუ მოწყობილობა დამონტაჟებულია
უჯრების ზემოთ, დარწმუნდით, რომ
მოწყობილობის ძირსა და ზედა უჯრას
შორის საკმარისი სივრცეა ჰაერის
ცირკულაციისთვის.
• მოწყობილობის ძირი შეიძლება
გაცხელდეს. დარწმუნდით, რომ
178
ქართული ენ
მოწყობილობის ქვეშ აყენებთ
პლაივუდისგან, სამზარეულოს
კარკასის მასალისგან ან სხვა არა-
აალებადი მასალისგან დამზადებულ
გამყოფ პანელს, რათა თავიდან
აიცილოთ ქვედა ნაწილზე წვდომა.
• გამყოფი პანელი სრულად უნდა
ფარავდეს ქურის ქვეშ არსებულ არეს.
2.2 ელექტრო შეერთება
გარფთხილება!
ხანძრისა და დენის დარტყმის რისკი.
• ელექტრული შეერთებები უნდა
გაიყვანოს კვალიფიცირებულმა
ელექტრიკოსმა.
• მოწყობილობა უნდა იყოს
დამიწებული.
• ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე
დარწმუნდით, რომ მოწყობილობა
გამორთულია დენის წყაროდან.
• დარწმუნდით, რომ სპეციფიკაციის
იარლიყზე მითითებული პარამეტრები
თავსებადია ძირითადი დენის წყაროს
ელექტრო სპეციფიკაციებთან.
• დარწმუნდით, რომ მოწყობილობა
სწორად არის დამონატჟებული.
მოშვებულმა ან არასწორად
დაყენებულმა ელექტრო სადენმა ან
შტეფსელმა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) შეიძლება ტერმინალი
ძალიან გააცხელოს.
• გამოიყენეთ სწორი ელექტრო სადენი.
• არ გადახლართოთ ელექტროსადენი.
• დარწმუნდით, რომ დამცველი
დაყენებულია.
• გამოიყენეთ სადენის დამჭერი.
• დარწმუნდით, რომ ქსელის კაბელი ან
ჩანგალი, მოწყობილობის როზეტში
ჩართვისას(ასეთის არსებობის
შემთხვევაში) არ ეხება ცხელ
მოწყობილობას ან ცხელ ჭურჭელს.

Advertenties

Inhoudsopgave
loading

Inhoudsopgave