286 | ქართული
შეტყობინება შეცდომის შესახებ
თუ სწორი გაზომვის შესრულება შეუძლებელია, დისპლეიზე აისახება
შეტყობინება შეცდომის შესახებ Error.
შეეცადეთ ხელახლა შეასრულოთ გაზომვის პროცესი.
თუ შეტყობინება შეცდომის შესახებ განმეორდება, გამორთეთ და
ხელახლა ჩართეთ საზომი ხელსაწყო, შემდეგ ხელახლა დაიწყეთ
გაზომვა.
საზომი ხელსაწყო ყოველი გაზომვისას აკონტროლებს სწორ
მუშაობას. დეფექტის აღმოჩენისას, დისპლეიზე აისახება
მხოლოდ გვერდით გამოსახული სიმბოლო და საზომი
ხელსაწყოს გამოირთვება. ასეთ შემთხვევაში წაიღეთ საზომი
ხელსაწყო ტექნიკური მომსახურების სახელოსნოში.
ტექნიკური მომსახურება და სერვისი
ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
საზომი ხელსაწყოს შენახვა და ტრანსპორტირება აუცილებლად
განახორციელეთ მიწოდების კომპლექტში შემავალ დამცავ გარსაცმში.
საზომი ხელსაწყო ყოველთვის სუფთა უნდა იყოს.
არასოდეს ჩაძიროთ საზომი ხელსაწყო წყალში ან სხვა სითხეში.
გაწმინდეთ ჭუჭყი რბილი, ნესტიანი ქსოვილით. არ გამოიყენოთ
საწმენდი საშუალებები ან გამხსნელები.
განსაკუთრებით ფრთხილად მოუარეთ მიმღებ ლინზას (15), ისევე,
როგორც სათვალეს ან ფოტოაპარატის ლინზას.
საზომი ხელსაწყო გააგზავნეთ შესაკეთებლად, დამცავ გარსაცმში (18).
ტექნიკური მომსახურების სამსახური და
კონსულტაციები გამოყენების საკითხებთან
დაკავშირებით
ტექნიკური მომსახურების სამსახური სიამოვნებით უპასუხებს თქვენს
შეკითხვებს, თქვენს მიერ გამოყენებული ხელსაწყოს/აქსესუარის,
ასევე სათადარიგო ნაწილების შეკეთებასა და ტექნიკურ
მომსახურებასთან დაკავშირებით. სურათები კომპონენტების
მიხედვით და ინფორმაცია სათადარიგო ნაწილებზე შეგიძლიათ
იხილოთ ვებსაიტზე: www.bosch‑pt.com
1 609 92A 7CD | (02.02.2022)
Bosch Power Tools